Image

ცნობილია თუ სად გააგრძელებენ კარიერას პოლ ჯორჯი, კრის პოლი და დეანდრე ჯორდანი

სიახლეები / კალათბურთი 01-ივლ, 13:009 crash 186


ცნობილია თუ სად გააგრძელებენ კარიერას პოლ ჯორჯი, კრის პოლი და დეანდრე ჯორდანი


ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცხელი პერიოდი მიმდინარეობს. ვარსკვლავების დიდი ნაწილი მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს და ბევრი მათგანი გუნდსაც კი იცვლის.

კალათბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილი ელოდებოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პოლ ჯორჯი. ჯორჯი სულ ახლახანს თავისუფალი აგენტი გახდა, რომელმაც როგორც ჩანს, მაინც არ დატოვა ოკლაჰომა სიტი "თანდერი". გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯორჯი ოკლაჰომაში კიდევ 4 წელი დარჩება, რა დროშიც ის 137 მილიონ დოლარს მიიღებს.

კონტრაქტი გაახანგრძლივა კრის პოლმაც, ჰიუსტონ "როკეტსის" ერთ-ერთი ლიდერი ტექსასურ გუნდში მომდევნო 4 წლის მანძილზეც ითამაშებს და ანაზღაურების სახით 160 მილიონს მიიღებს.

ლოს ანჯელეს "კლიპერსი" დატოვა დეანდრე ჯორდანმა. ყველაზე ათლეტურმა ცენტრმა კარიერის გაგრძელება დალას "მავერიკსში" გადაწყვიტა, სადაც ის 1 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 24 მილიონს მიიღებს.

რაც შეეხება მეფე ლებრონ ჯეიმსს, მისი თვითმფრინავი გუშინ ლოს ანჯელესში დაეშვა და დიდი ალბათობით, ჯეიმსი თავის მომავალს ლოს ანჯელეს "ლეიკერსს" დაუკავშირებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (143)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]