Image

საქართველოს ნაკრების ახალი მეტოქეები და კალენდარი ცნობილი გახდა

სიახლეები / კალათბურთი 03-ივლ, 11:179 crash 1358


საქართველოს ნაკრების ახალი მეტოქეები და კალენდარი ცნობილი გახდა


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიას მეორე მატჩიც მოუგო და მოხვდა ევროპის იმ 24 ნაკრებს შორის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ ბრძოლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს. ილიას ზუროსის გუნდი შევიდა კონტინენტის 24 საუკეთესოს შორის, რაც შარშან შეწყვეტილი სისტემის თანახმად ევრობასკეტზე მოხვედრის ტოლფასია. ახლა ევროპის ეს საუკეთესო 24 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი კონტინენტისთვის გამოყოფილი 12 საგზურისთვის იბრძოლებს.

ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩენს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მეტოქეებზე ნაკლები შანსი ექნება, რადგან ქართველებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 2 გამარჯვება გაჰყვათ, როცა ჩვენი ჯგუფიდან გასულ გერმანიას – 6, ხოლო სერბეთს – 5. საქართველო მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში კვლავ სერბეთთან და გერმანიასთან იქნება, მაგრამ ამ ნაკრებებს აღარ შეხვდება. ჩვენი ნაკრები მეტოქეები იქნებიან საბერძნეთი, ისრაელი და ესტონეთი. ამ 3 ნაკრებს საქართველო (ასევე გერმანია და სერბეთიც) შინ და სტუმრად შეხვდება, ანუ კიდევ 6 ტური ჩატარდება და გამოვლინდება ის 3 საუკეთესო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.

წარმოგიდგენთ იმ 24 ნაკრებს, რომლებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდნენ და როგორ გადანაწილდნენ ახალ ჯგუფებში. ყველა ნაკრებს პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გაჰყვათ და თითოეული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე კიდევ 6 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ამ 24 ნაკრებიდან 12 საუკეთესო შეირჩევა: ანუ თითო ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 3-3 მოწინავე მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების ახალი მეტოქეები და კალენდარი ცნობილი გახდა


საქართველოს ნაკრების ახალი მეტოქეები და კალენდარი ცნობილი გახდა


წყარო : საქართველოს კალათბურთის ფედერაცია GBF.GE


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (143)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]