დღის ახალი ამბები

ქეთი ხატიაშვილისა და მორაგბე დავით კაჭარავას საახალწლო არდადეგები - წყვილის რომანტიკული კადრები ბაკურიანიდან

ქეთი ხატიაშვილისა და მორაგბე დავით კაჭარავას საახალწლო არდადეგები - წყვილის რომანტიკული კადრები ბაკურიანიდან
6-01-2022, 16:03

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა. ტანმოვარჯიშე და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან, მათი ფოტოები კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

ამჯერად ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა საახალწლო უქმეებს ბაკურიანში ატარებენ და ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. წყვილის ფოტოები, როგორც ყოველთვის, არაერთ დადებით შეფასებას იღებს.








გაზიარება
მოინახულეს 1 569-ჯერ
კომენტარები
რეკლამა