" ახლა ეს ჩემთვის სასაცილო რაოდენობაა " - რა თანხა მიიღო ფლოიდ მეივეზერმა კარიერაში პირველი გამარჯვების შემდეგ ?

სიახლეები / ბოქსი 03-ივლ, 14:359 crash 4947 0





" ახლა ეს ჩემთვის სასაცილო რაოდენობაა " - რა თანხა მიიღო ფლოიდ მეივეზერმა კარიერაში პირველი გამარჯვების შემდეგ ?


მოგეხსენებათ, რომ ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია. ფლოიდს ზედმეტსახელად " Money " ანუ " ფულიც " კი შეარქვეს.

41 წლის მეივეზერს კარიერაში 50 შეხვედრა აქვს გამართული და აქედან ყველა მათგანში მან გამარჯვება მოიპოვა. მეივეზერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი პირველი პროფესიონალური ორთაბრძოლა გაიხსენა :

" მახსოვს როდესაც კარიერაში პირველი შეხვედრა მოვიგე, ანაზღაურების სახით გამარჯვებისთის 7,500 დოლარი გადმომცეს. ეს ახლა ჩემთვის სასაცილო თანხაა, თუმცა მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამის შემდეგ დავიწყე გამუდმებით ვარჯიში, რათა ჩემი ანაზღაურება უფრო გაზრდილიყო. ამჟამად შემიძლია საათშიც კი გამოვიმუშავო მილიონები, თუმცა პირველ ანაზღაურებაზე ტკბილი დამიჯერეთ უკვე აღარაა " - განაცხადა ფლოიდმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მოკრივე უკანასკნელად კონორ მაკგრეგორს დაუპირისპირდა, რომლის დამარცხებისთვისაც მას 500 მილიონი გადასცეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა