სასიხარულო ინფორმაცია ავთანდილ ხურციძის შესახებ - ნახეთ რამდენ ხანში გაათავისუფლებენ ქართველ მოკრივეს

სიახლეები / სხვა სახეობები 04-ივლ, 12:319 crash 6019 0





სასიხარულო ინფორმაცია ავთანდილ ხურციძის შესახებ - ნახეთ რამდენ ხანში გაათავისუფლებენ ქართველ მოკრივეს


ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის აცხადებს რომ სასამართლო მას დაახლოებით 1 წელში გაათავისუფლებს. იხილეთ ხურციძის პოსტი :

"მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი , მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ, 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2-ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა , აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ...ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა . ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი...“, - დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ სასამართლომ ხურციძე ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, საბუთების გაყალბების ბრალდებაში გაამართლა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა