მოურინიო რისკზე, გულშემატკივრებზე და ბენზემაზე

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 24-იან, 14:429 Sportnews 1488 1






მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მალიორკასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერაცია გამართა.

"მე გადავწყვიტე დამესვენებინა ნახევარმცველები და ძირითადში კაკა და გაგო დავაყენე, ეს გადაწყვეტილება იყო სარისკო, მაგრამ საჭირო იყო ფეხბურთელების დასვენება , რადგან "სევილიასთან" შეხვედრაში კარგ ფორმაში იყვნენ"

"სამი ხედირა ტრავმირებულია, მაგრამ ვიმედოვნებ იგი "სევილიასთან" შეხვედრაში მზად იქნება, ალონსოს და ოზილის შემოყვანას შეხვედრის ბოლოში ვაპირებდი, მაგრამ პირველი ტაიმის დამთავრების შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 0:0 იყო და მათი შემოყვანა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გადავწყვიტე"

"მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს მე , ეს რა თქმა უნდა გუნდის მხარდაჭერაა, რადგან მე გუნდის ნაწილი ვარ, მაგრამ უმჯობესია ისინი მხარს თუ ჩემს ფეხბურთელებს დაუჭერენ"

"მე მესმის გულშემატკივრების იმედგაცრუება, მაგრამ მერწმუნეთ ერთ თვეში ცხრა შეხვედრა ჩაატარო ძალიან რთულია, ამიტომ არის , რომ ჩვენი თამაშის დონე არც ისე მაღალია , მთავარია ჩვენ გუშინ 3 ქულის მოპოვება შევძელით"

"დღეს ბენზემა გმირია, რომელმაც 3 ქულა მოგვიტანა , მას მხარს უჭერს მთელი გუნდი, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ მას აქვს უდიდესი ნიჭი და პოტენციალი"-განაცხადა მოურინიომ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

FCB 24-იან, 16:54

ყველაფერი სიმართლე თქვა მარა ეს ხედირა რამ აყიდინა არ ვიცი რა...
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018