1 წუთში 1 მაისური ! - რა ღირს რონალდუს მაისურები "იუვენტუსის" ოფიციალურ მაღაზიებში ?

სიახლეები / ფეხბურთი 12-ივლ, 13:529 crash 155 0






1 წუთში 1 მაისური ! - რა ღირს რონალდუს მაისურები "იუვენტუსის" ოფიციალურ მაღაზიებში ?


1 წუთში, 1 მაისური! - კრიშტიანუ რონალდუს მაისურები სარეკორდო რაოდენობით იყიდება

მადრიდის "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადასული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრისტიანუ რონალდუს მაისურები "ბებერი ქალბატონების" ოფიციალურ მაღაზიაში სარეკორდო რაოდენობით იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

რონალდუს ერთი მაისურის ღირებულება 100 ევროს შეადგენს. ასეთი ფასის მიუხედავად "ბებერი ქალბატონების" გულშემატკივრები დაახლოვებით 1 წუთში საშუალოდ ერთი მაისურის შეძენას ახდენენ.

კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ამ ნომრით მანამდე კოლუმბიელი ხუან კუადრადო გამოდიოდა. თუმცა მან პორტუგალიელს აღნიშნული ნომერი დაუთმო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018