ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

სიახლეები / კალათბურთი 12-ივლ, 14:469 crash 72 0





ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს


მოგეხსენებათ, რომ ზაზა ფაჩულიამ "უორიორსი" დატოვა და კარიერას დეტროიტ "პისტონსში" გააგრძელებს. ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობის შემდეგ ფაჩულიასა და "მებრძოლების" გზები გაიყარა, რაზეც ზაზამ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა :

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, თუ რამდენად კმაყოფილი და მადლობელი ვარ გოლდენ სტეიტში გატარებული 2 წლით.ამ გუნდში გატარებული დრო მე და ჩემს ოჯახს ყოველთვის გვემახსოვრება. მადლობა გოლდენ სტეიტს, მიყვარხართ და გგულშემატკივრობთ.თავის მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ მომავალი სეზონიდან დეტროიტში ვითამაშებ. ერთი სულ მაქვს, როდის შევხვდები ჩემს ახალ თანაგუნდელებს და როდის დაიწყება სეზონი" - დაწერა ზაზამ.

აქვე გეტყვით, რომ ფაჩულია "პისტონსში" ერთი წლის განმავლობაში 2.4 მილიონს მიიღებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა