Image

დასჯილი "ნერიაძური"

სიახლეები / ფეხბურთი 24-იან, 16:279 FCB 1492


















სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩში "უდინეზემ" "ინტერი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

"ინტერი" "უდინეზესთან" სამი ქულის წამოსაღებად ჩავიდა. თავის თავშ დარწმუნებულმა ლეონარდომ ძირითადი გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და ინანა კიდეც. "უდინეზემ" "ინტერი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და მთელი მატჩი დომინირებდა.

"ინტერი" ამ მატჩში უდაო ფავორიტი იყო. მატჩის დასაწყისში სტუმრები ჩვეულად აკონტროლებდნენ ბურთს და გადადიოდნენ შეტევაზე, მაგრამ მეშვიდე წუთზე "უდინეზემ" საკმაოდ მწვავე შეტევა გააკეთა რის შემდეგაც "ინტერი" დაიჩაგრა და "უდინეზე" გააქტიურდა. 16-ე წუთზე სტანკოვიჩამ ჯარიმიდან გოლი გაიტანა. "ინტერის" ბოლო შეტევა და "უდინეზეს" გააქტიურება სწორედ ამ გოლის შემდეგ გმაოიკვეთა. 5 წუთიც არ გასულა, რაც "უდინეზემ" კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთით ანგარიში გაათანაბრა. 1:1.

"ინტერი: უსუსურად ცდილობდა ბურთის ართმევას, თმცა 21-ე წუთზე მიღებული გოლით უკანასკნელად გატყდა "ინტერი" და ბურთს თავიდან ბოლომდე "უდინეზე" ფლობდა.

მეორე ტაიმში "ინტერი" უფრო გააქტიურებული ჩანდა. მათ განახორციელეს რამდენიმე შეტევა, თუმცა შეტევები უგოლოდ დასრულდა. 69-ე წუთზე მაურისიო დომისიმ საბოლოოდ დაუსვა წერტილი "ინტერის" განადგურებას და ლეონარდოს ერაშ პირველ ფიასკოს. მატჩი "ინტერის" უხეშობით და ყვითელი ბარათებით დასრულდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა