2006 წლის მუნდიალის ფინალის მსაჯი ზიდანისა და მატერაცის ეპიზოდზე პირველად ალაპარაკდა

სიახლეები / ფეხბურთი 19-ივლ, 03:079 crash 1976 0





2006 წლის მუნდიალის ფინალის მსაჯი ზიდანისა და მატერაცის ეპიზოდზე პირველად ალაპარაკდა


მოგეხსენებათ, რომ ზინედინ ზიდანის კარიერა 2006 წელს დასრულდა, როდესაც საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა იტალიელ მარკო მატერაცის თავი ჩაარტყა და ჰორაციო ელიზონდომ ის ფინალიდან გააძევა.

ყველასათვის ცნობილ ეპიზოდთან დაკავშირებით ელიზონდომ წლების შემდეგ პირველად ისაუბრა და საინტერესო კომენტარიც გააკეთა :

" როდესაც მატერაცი მინდორზე დავინახე, არ ვიცოდი თუ რის გამო იწვა ის ძირს. როდესაც დამხმარე მსაჯს ვკითხე თუ რა მოხდა, მან მითხრა რომ ამ სცენას სასტუმროში ვნახავდით და ვერც კი დავიჯერებდით თუ რა მოხდა. მე უბრალოდ მითხრეს რომ წითელი ბარათი უნდა მეჩვენებინა და ეს გავაკეთე კიდეც. როდესაც სასტუმროში გამეორება ვნახე, მართლაც გაოცებული დავრჩი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მე ეს ეპიზოდი თამაშისას ვერ შევამჩნიე " - განაცხადა ელიზონდომ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018