" ტოჩინოშინი ჩემთვის მაგალითი იყო " - ნაგოა ბაშოს გამარჯვებული ლევან გორგაძის მეგობარი გახდა

სიახლეები / სხვა სახეობები 22-ივლ, 12:589 crash 2870 0





" ტოჩინოშინი ჩემთვის მაგალითი იყო " - ნაგოა ბაშოს გამარჯვებული ლევან გორგაძის მეგობარი გახდა


მოგეხსენებათ, რომ ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა და ჩემპიონობის რეალური შანსი სამწუხაროდ ვერ გამოიყენა. ლევანის გარდა ვერ იასპარეზეს ასევე იოკოძუნა კაკარიუმ და ასევე იოკოძუნა ჰაკუჰომაც. ორივე ლეგენდას ტრავმები აწუხებდათ.

ჯერ ივლისის ბაშო დასრულები არ არის, თუმცა გამარჯვებული უკვე ცნობილი გახდა. ნაგოა ბაშო მიტაკეუმიმ მოიგო.

მიტაკეუმი და ტოჩი დიდი ხანია მეგობრობენ. იმპპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, იაპონელმა სუმოისტმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და ქართველ ოძეკზეც გააკეთა კომენტარი :

" ტოჩინოშინის ოძეკად გახდომამ ფრთები შემასხა. ის ბევრი სუმოისტისთვის მაგალითი გახდა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ეს თავდადება დამიფასდა. ბედნიერი ვარ და ჩემს გულშემატკივრებს იმედებს არ გავუცრუებ " - განაცხადა მიტაკეუმიმ.

რაც შეეხება ტოჩის, ქართველი სუმოისტი დოჰიოს სექემბერში დაუბრუნდება.

" ტოჩინოშინი ჩემთვის მაგალითი იყო " - ნაგოა ბაშოს გამარჯვებული ლევან გორგაძის მეგობარი გახდა




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018