2011 წლის ზამთრის 10 საუკეთესო ტრანსფერი

2011 წლის ზამთრის 10 საუკეთესო ტრანსფერი

25-01-2011, 20:30

მინდა შემოგთავაზოთ 2010-2011 სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი.

10. მაკოუნი, ლიონიდან ასტონ ვილაში, 5 მლნ ევრო
როდესაც ასტონ ვილამ დარენ ბენტი იყიდა, ზოგიერთი გულშემატკივარი გაკვირვებული დარჩა, ვინ მოამარაგებდა მას ისეთი გადაცემებით, რომლებიც მას ესაჭიროება. მაკოუნი სწორედ ასეთი ფეხბურთელია. მას მშვენიერი შეხება აქვს ბურთთან, რაც ვილას ნახევარმცველებს აკლიათ. მაკოუნი ახალი ხილი იქნება ინგლისში.

9. რონალდინიო, მილანიდან ფლამენგოში, 3 მლნ ევროდ
ყოფილი "ბალუნ დე ორის" გამარჯვებულების ხანა ევროპაში დასრულდა. კასანოს გადასვლამ მილანში ხელი შეუწყო რონალდინიოს ტრანსფერს. ის ბრაზილიაში დაბრუნდა და ალბათ რონი ერთერთი გამორჩეული ფიგურა იქნება თვის გუნდში და სამშობლოში.

8. ემანუელსონი, აიაქსიდან მილანში, 1.7 მლნ ევროდ
მიუხედავად დაბალი სატრანსფერო ღირებულებისა ემანუელსონი მშვენიერი ფეხბურთელია. მილანის ყველაზე პრებლემური პოსიცია მარცხენა მცველია, ამ ფეხბურთელს შეუძლია ამ ამპლუისმორგება, თუმცა იგი გაცილებით უკეთესია თავდასხმაში. ემანუელსონს დრო დასჭირდება, რათა გუნდში თავისი ადგილი იპოვოს, თუმცა ეს ფეხბურთელი მილანისთვის იდეალურია.

7. დარენ ბენტი, სანდერლენდიდან ასტონ ვილაში, 22.6 მლნ ევროდ
მიუხედავად იმისა, რომ ბენტი დიდებული თავდამსხმელი არ არის მისი ტრანსფერის ფასი ძალიან დიდია, მაგრამ მას მშვენიერი მკვლელის ინსტინქტი აქვს და ბევრი გოლიც გააქვს. ასტონ ვილა თავდასხმაში მოიკოჭლებს, ამიტომ ბენტი ამ პრობლემის გადაჭრის იდეალური ვარიანტია.

6. სიმაო ატლეტიკო მადრიდიდან ბეშიქთაშში, 900 ათას ევროდ
ამბიციური თურქული კლუბი სიხარულით მიიღებს გამოცდილ გარემარბს, რომელიც ბეშიქთაშის შეტევებს უფრო გააძლიერებს. მიუხედავად იმისა რომ სიმაო 31 წლისაა, მას მშვენიერი დრიბლინგი აქვს და მისი გადაცემები სტანდარტებიდან ძალიან ზუსტია.

5. ლუის გუსტავო, ჰოფენჰეიმიდან ბაიერნში, 15 მლნ ევროდ
ლუის გუსტავო გერმანიაში ბრაზილიიდან 2007 წელს გადავიდა და მალევე მიაღწია წარმატებას სადაც არ წავიდა. როგორ მარცხენა მცველი 2. ბუნდესლიგაში იგი დიდებული იყო. როგორც ცენტრალური მცველი და ჩამშლელი უფრო უკეთესი. იგი მხოლოდ 23 წლისაა და დიდი ხანი იბრწყინებს ბაიერნში.


4. ბაბელი, ჰოფენჰეიმიდან ლივერპულში, 8 მლნ ევროდ
თავის წინა კლუბში ბაბელმა ვერ შეძლო ძირითადში ადგილის დამკვიდრება, ამიტომაც გადავიდა იგი გერმანიაში, სადაც ფეხბურთელების და გულშემატკივრების მხარდაჭერა მას ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად გადააქცევს.

3. აფელაი, პსვ-დან ბარსელონაში, 3 მლნ ევროდ
აფელაი ისეთ ტალანტს ფლობს, რომელიც ბარსელონას ძალიან გამოადგება. მიუხედავად იმისა , რომ იგი ახალგაზრდაა, მას დიდი გამოცდილება აქვს და მშვენივრად აითვისებს ბარსას ფეხბურთის ფსიქოლოგიას.

2.ჯეკო, ვოლფსბურგიდან მანჩესტერ სიტიში, 32 მლნ ევროდ
ქალაქელებმა დიდი ფული დახარჯეს ამ ტრანსფერში და თუ ამან გაამართლა, ჯეკო გადასვლა მანჩესტერ სიტიში ყველაზე წარმატებული იქნება ინგლისის ისტორიაში. სიტის მთავარი მიზანია პრემიერ ლიგის მოგება, რაშიც კიდევ ერთი ტალანტი დაეხმარებათ.

1. კასანო, სამპდორიიდან მილანში
ეჭვი არავის ეპარება, რომ ანტონიო კასანო დიდად დაეხმარება მილანის თავდასხმას. მას გოლისგატანის მშვენიერი ნიჭი აქვს. კასანოს მშენიერი დასაწყისი უფლებას აძლევს ამ ტრანსფერს პირველ ადგილზე გავიდეს.

# 2783ავტორი: Sportnews
Vano_Alonso,

საღოლ მაგარი სტატიაა

--------------------

# 1454ავტორი: admin
კარგი სტატიაა ყოჩაღ ავტორს :)
# 126ავტორი: Vano_Alonso
FCB,
მადლობთ :):)
# 706ავტორი: FCB
ყოჩაღ ვანო!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით