კევინ ლავის მომავალი გაირკვა - წინახაზელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა

სიახლეები / კალათბურთი 24-ივლ, 20:019 crash 129 0





კევინ ლავის მომავალი გაირკვა - წინახაზელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა


კლივლენდ "კავალიერსის" წინახაზელმა კევინ ლავმა გუნდთან ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის განმავლობაშიც ანაზღაურების სახით 120 მილიონ დოლარს მიიღებს.

მოგეხსენებათ, რომ "კავალიერსი" გუნდის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა დატოვა, კლივლენდელები კი ლავში ხედავენ გუნდის ახალ მამოძრავებელ ძალას.

შეგახსენებთ, რომ ლავი "კავსთან" ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი 2016 წელს გახდა, როდესაც "კავალიერსმა" სუპერფინალში გოლდენ სტეიტ "უორიორსი" შვიდ შეხვედრიან სერიაში დაამარცხა.

ლავის საუკეთესო პერიოდი მინესოტა "ტიმბერვულვზს" უკავშირდება, სადაც მას ორმაგი დუბლების მანქანასაც კი უწოდებნდენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018