დღის ახალი ამბები

კარლო ანჩელოტის პირველი კომენტარი "ელ კლასიკოს" მოგების შემდეგ

კარლო ანჩელოტის პირველი კომენტარი "ელ კლასიკოს" მოგების შემდეგ
13-01-2022, 07:50

ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრაში "რეალმა" "ბარსელონა" 3-2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"არ ვეთანხმები ხავის, რომელმაც განაცხადა რომ ისინი მთელი თამაში დომინირებდნენ, მე ვფიქრობ ეს იყო თანაბარი თამაში და ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება"

"ფეხბურთელები ძალიან დაიღალნენ, მაგრამ ფინალისთვის მზად იქნებია, ასევე დაგვიბრუნდება ალაბა"

"ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო თანაბარი თამაში და ნამდვილად კარგი შეხვედრა გამოვიდა, ჩვენ ვისიამოვნეთ ამ მატჩით"

"კონტრ-შეტევა ჩვენი თავარი იარაღია, მადლობა ეკუთვნით ჩვენს ნახევარმცველებს და შემტევ ფეხბურთელებს"

"ლუკა მოდრიჩი ძალიან დიდია, ის უბრალოდ შეუდარებელია, მისთვის ბურთის ართმევა მეტოქეს უბრალოდ არ შეუძლია, როდესაც მან დატოვა მოედანი ჩვენ დავკარგეთ ბურთი, მაგრამ ვალვერდეს გოლმა გამარჯვება მოგვიტანა"

"დანი კარვახალი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის ყველა ასპექტში"

"ფედესთან ერთად ნახევარდაცვაში ჩენი სისხარტე მატულობს, მან გაიტანა ფანტასტიკური გოლი" - განაცხადა ანჩელოტიმ.





გაზიარება
მოინახულეს 725-ჯერ
კომენტარები
რეკლამა