სიახლეები / ჩოგბურთი
ავსტრალიის ღია პირველობა 1/2 ფინალი
ავსტრალიის ღია პირველობაზე სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში გააღწია, სადაც შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება. 1/4 ფინალურ მატჩში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რეიტინგში მეექვსეს - ჩეხ ტომაშ ბერდიხს 6:1, 7:6 (7:5), 6:1 სძლია.
ჯოვოკიჩისა და ბერდიხის შეხვედრამ ორსაათნახევარს გასტანა, სერბმა მეტოქის ხუთი მოწოდება აიღო, ჩეხმა კი ეს მხოლოდ ერთხელ შეძლო.
23 წლის ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა 2008 წელს აქვს მოგებული და აქამდე ეს მისი ერთადერთი "დიდი სლემის" ტურნირია. შარშან სერბმა 1/4 ფინალამდე მიაღწია.
ვაჟთა ერთეულთა თანრიგში ნახევარფინალის მეორე წყვილი ხვალ, ნადალი-ფერერისა (ორივე ესპანეთი) და მიურეი (ბრიტ)-დოლგოპოლოვის (უკრ) შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ნახეთ შეხვედრის ერთადერთი გოლი, რომელიც "ნაპოლიმ"...
იდუმალებით მოცული ამბავი - რატომ დატოვა ვენგერმა...
არსენ ვენგერის წასვლას ალექსის სანჩესიც...
"თქვენი სიყვარული ფასდაუდებელია"...
არგენტინტის სუპერლიგის ლიდერმა ჯანლუიჯი ბუფონი...
"აღარ მომიწევს ვარჯიშთან ერთად მშენებლობაზე...