Image

ოფიციალური: ადებაიორი რეალში გადავიდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 26-იან, 10:199 slim4you 1388


გავრცელდა ინფორმაცია, რომ ემანუელ ადებაიორი მადრიდის რეალში არენდის წესით გადავიდა.მანჩესტერ სიტის ტოგოელი თავდამსხმელი 2010/11 წლის სეზონს სრულად ჩაატარებს “სამეფო კლუბის” რიგებში.

ბლანკოსებმა ცნობა საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გაავრცელეს:

” მანჩესტერ სიტიმ და მადრიდის რეალმა მიაღწიეს შეთანხმებას ემანუელ ადებაიორთან დაკავშირებით. ამიერიდან იგი ჩვენს ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება, იმ პირობით, რომ რეალს შეუძლია მისი ყიდვა.”

მანჩესტერ სიტიმაც დაადასტურა გარიგება. ასევე გაირკვა ისიც, რომ ემანუელი ესპანეთში ოთხშაბათს ჩაფრინდება სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

26 წლის თავდამსხმელი რეალისათვის ამ სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი შენაძენია. სწორედ იგი იქნება გონსალო იგუაინის შემცვლელი ცენტრაული ფორვარდის პოზიციაზე. ეს უკანასკნელი ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება გუნდს.

ტოგოელი შემტევი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში სამეფო კლუბის მაისურით გამოსვლას შეძლებს. ეს კი მიუხედავად იმისა,რომ მან უკვე ითამაშა სიტის შემადგენლბოაში ევროპა ლიგაზე.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Pakito 27 იანვარი 2011 09:16
მეც მაგარი მეეჭვება ამან რამე ქნას მარა მაინც ... არ გისურვებთ წარმატებას /:D
slim4you 26 იანვარი 2011 18:44
რაულიტო,
მილიტოს როგორ ადარებ ტო belay

პ.ს. წარმატების მომტანი ყოფილიყოს ...
მარა ძაან მეეჭვება...
Sportnews 26 იანვარი 2011 15:59
საღოლ კაია კაი შენაძენია მგონი გაამართლებს, თან ისეთი ტიპის ფორვარდია , როგორიც მოურინიოს სჭირდება, მილიტო რომ ჰყავდა ინტერში ისეთი ვარიანტია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა