" კარგად აჭამა თამაშამდე " - რა გააკეთა კობი ბრაიანტმა იმ შეხვედრაში, რომელსაც ბებიამისი დაესწრო ?

სიახლეები / კალათბურთი 04-აგვ, 01:219 crash 97 0






" კარგად აჭამა თამაშამდე " - რა გააკეთა კობი ბრაიანტმა იმ შეხვედრაში, რომელსაც ბებიამისი დაესწრო ?


ბევრს არ გეცოდინებათ, რომ ლ;ეგენდარულმა კობი ბრაიანტმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა სწორედ ბებიის წყალობით ჩაატარა. 2006 წლის 22 იანვარს, შავმა მამბამ ტორონტო "რეპტორსის" კალათში 81 ქულა ჩააგდო და მსოფლიო მასზე აალაპარაკა.

აღნიშნულ შეხვედრას კობის ბებია ესწრებოდა, რომელიც თავისი შვილიშვილის თამაშს არც მანამდე და არც მომავალში აღარ დასწრებია. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბრაიანტი ბებიამ გაამხნევა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მამბამ აღნიშნა, რომ ის ვალდებული იყო კარგად ეთამაშა, რადგან მის შეხვედრას ბებიამისი ესწრებოდა, თუმცა 81 ქულის ჩაგდებას ნამდვილად აღარ ელოდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018