Image

პოგბამ მოურინიო უარით გაისტუმრა - ფრანგი ნახევარმცველი ესპანეთში სურთ

სიახლეები / ფეხბურთი 05-აგვ, 11:219 crash 154


პოგბამ მოურინიო უარით გაისტუმრა - ფრანგი ნახევარმცველი ესპანეთში სურთ


უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ პოლ პოგბას დაურეკა და უთხრა, რომ გუნდს შეერთებოდა, რაზეც ფრანგისგან ცივი უარი მიიღო. ამჟამად პოგბა ისვენებს და მუნდიალის მოგებას სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავს.

როგორც ცნობილია, პოგბას "იუნაიტედის" მიმართ გული აღარ მიუწევს და მას კლუბის დატოვება სურს. თუ ევროპულ გავლენიან სპორტულ გამოცემებს დავუჯერებთ, ფრანგი ნახევარმცველის დამატება კატალონიის "ბარსელონას" სურს, რომლებიც მზად არიან პოგბას 8 - ნომერი მაისურიც კი მისცენ, რომელიც აქამდე ანდრეს ინიესტას ეკუთვნოდა.

აქვე გეტყვით, რომ პოგბას "იუნაიტედთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 90 მილიონი ევროა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა