ტიბო კურტუა იძებნება !

სიახლეები / ფეხბურთი 08-აგვ, 14:369 crash 51 0





ტიბო კურტუა იძებნება !


ევროპული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყურადღების ცენტრში ნაკლებად ექცევა. მეტიც, კურტუამ "ჩელსის" ბოლო ორი ვარჯიში გააცდინა და ჯერ არ იციან ლონდონში თუ რას აპირებს ბელგიელი. როგორც ცნობილია, გუნდის ბოსებმა კურტუას ადგილსამყოფელიც კი არ იციან.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბელგიელი მეკარე სულ მალე მადრიდის "რეალს" შეუერთდება. "ჩელსის" ხელმძღვანელობა უკვე შეუდგა კურტუას შემცვლელის ძიებას და ისინი გუნდის კარის ახალ დარაჯად "ატლეტიკოს" მეკარეს იან ობლაკს მოისაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ კურტუა განვლილი მუნდიალის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018