დღის ახალი ამბები

"დამიჯერეთ, როდესაც მას მოედანზე დაინახავთ მბაპე საერთოდ დაგავიწყდებათ" - ფლორენტინო პერესი

"დამიჯერეთ, როდესაც მას მოედანზე დაინახავთ მბაპე საერთოდ დაგავიწყდებათ" - ფლორენტინო პერესი
18-01-2022, 09:24

ფლორენტინო პერესმა ეს სიტყვები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი თავის ფსონს ვინიციუსზე დებდა, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში კი მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება.

ჯერ კიდევ მაშინ ფლორნტინო პერესმა ვინიციუს ჟუნიორზე განაცხადა, რომ ის მალე მბაპეზე უკეთესი იქნბეა და შემდეგი კომენტარი გააკეთა.

"ხალხი ხშირად მეკითხება მბაპეს ტრანსფერის შესახებ, დამიჯერეთ, როდესაც ვინიციუსს მოედანზე იხილავთ, ფრანგის შესახებ საერთოდ დაგავიწყდებათ"

მიუხედავად ვინიციუსის შთამბეჭდავი თამაშისა, დიდი ალბათობით პერესი უარს არც კილიან მბაპეზე იტყვის და ამ ზაფხულს ფრანგი "სამეფო გუნდს" შეურთდება.





გაზიარება
მოინახულეს 1 122-ჯერ
კომენტარები
რეკლამა