დღის ახალი ამბები

როცა ყველაფერში ნიჭიერი ხარ - როგორ თამაშობს ლაშა ბექაური ახალ ქართულ ფილმში (ვიდეო)

როცა ყველაფერში ნიჭიერი ხარ  - როგორ თამაშობს ლაშა ბექაური ახალ ქართულ ფილმში (ვიდეო)
20-01-2022, 23:42
---

ქართველმა სპორტსმენებმა, რომან დოლიძემ და ლაშა ბექაურმა პირველ ქართულ ბლოკბასტერში მიიღეს მონაწილეობა.

“9 ძმა” – ასე ქვია ფილმს, რომლის საპილოტე ვერსიის ჩვენება გუშინ გაიმართა და ძალიან საინტერესო სანახავი გამოდგა.

9 ძმა – გასაიდუმლოებული ანტიტერორისტული სპეც დანაყოფია და სპორტსმენების გარდა მასში გიორგი ვარდოსანიძეს, ზურაბ ინგოროყვას, გიორგი გილიგაშვილსა და სხვა მსახიობებს შეხვდებით.

“გადაღებები განახლდება გაზაფხულ-ზაფხულში. ლოკაციების სიმრავლიდან გამომდინარე, გადასაღები პროცესის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდება და ჩვენც მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ პროცესში. გადაღებები იქნება საქართველოს რამდენიმე რეგიონი და ქალაქები, უკრაინა, სტამბული, ბუდაპეშტი, ბრატისლავა, სანკტ პეტერბურგი და დუბაი”, – წერია 9 ძმის გვერდზე.

რეჟისორები ზურაბ ვასაძე და სერგო ეგოიანი არიან.







გაზიარება
მოინახულეს 889-ჯერ
კომენტარები
რეკლამა