Image

ზინედინ ზიდანი მანჩესტერ "იუნაიტედის" მწვრთნელი გახდება

სიახლეები / ფეხბურთი 16-აგვ, 15:479 crash 509
image


ზინედინ ზიდანმა 2017-18 სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალი" მართლაც მოულოდნელად დატოვა.ფრანგმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო და ის "სამეფო გუნდიდან" ჩემპიონის რანგში წავიდა. სპეციალისტმა მადრიდულ გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. მიღწევა, რომელსაც ალბათ დიდი ხანი ვერავინ გაიმეორებს.ზიდანმა განაცხადა, რომ ის დასასვენებლად აპირებდა წასვლას.

ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის დასვენება დიდხანს არ გასტანს და ის სულ მალე მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიოს წასვლისთანავე ფრანგი "წითელ ეშმაკებს" ჩაიბარებს.

ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ზინედინ ზიდანი, რომელიც "რეალის" დატოვების შემდეგ გამუდმებით ცდილობს პაპარაცებსა და ჟურნალისტებს დაემალოს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (460)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა