ქართველი მოჭიდავეები მათ მიმართ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურნენ - აი რას აქვეყნებს გენო პეტრიაშვილი

სიახლეები / ჭიდაობა 17-აგვ, 00:089 crash 7451 0



ქართველი მოჭიდავეები მათ მიმართ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურნენ - აი რას აქვეყნებს გენო პეტრიაშვილი



საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან და რუსეთის ნაკრების მწვრთნელ ძამბოლატ თედეევთან ერთად ფოტო გადაიღეს.

აღნიშნულმა ფაქტმა ბევრი ქართველის გაღიზიანება გამოიწვია და ფალავნებიც გააკრიტიკეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა :

" მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო
გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენიდიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი.მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს! "

ქართველი მოჭიდავეები მათ მიმართ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურნენ - აი რას აქვეყნებს გენო პეტრიაშვილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018