Image

ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერთა მონაგარი

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 26-სექ, 20:379 Eke 1376


















ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების მოქმედმა და ყოფილნა წევრებმა საკონტროლო მატჩები გამართეს – ნიკა ცქიტიშვილი, ტორინ გრინი და ტაირონ ელისი თავიანთ კლუბებში საკმაოდ გამოირჩნენ.

ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ არომ“ საკუთარ დარბაზში ფრანგული „პო ორტეზი“ მიიღო და საწყის სამ მეოთხედში გაუჭირდა, თუმცა ბოლო პერიოდში იძალა, რომელიც 20:6 მოიგო და საბოლოოდ დამაჯერებლად – 78:60 იმარჯვა. ქართველმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მოედანზე 24 ქუთი გაატარა და 7 ქულასთან ერთად ანგარიშზე 5 მოხსნაც ჩაიწერა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.

ტორინ გრინის "გრან კანარიას" "დიპუტასიონის თასის" მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ფინალში კანარის კუნძულელებმა ბოლო წუთებზე წააგეს "კახა ლაბორალთან" - 62:67. არადა, გრინის თანაგუნდელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო - პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. ლაბორალელებმა მეორე ტაიმში მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანი 11 ქულით დატოვა. მანამდე "გრან კანარიამ" "ვალიადოლიდთან" სტუმრად 84:87 დათმო. გრინმა 10 ქულა მიითვალა.
ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერთა მონაგარი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თუმც მოქმედი საქართველოს მოქალაქე ჩ სეზონის დასაწყისში "კახასოლიდან" მადრიდის "ესტუდიანტესში" გადავიდა. სტუდენტებმა მორიგ საკონტროლო მატჩში ევროლიგის წარმომადგენელ "ვალენსიასთან" ათქულიანი სხვაობით წააგეს - 65:75.

ელისმა 7 ქულა ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი კი ბელგიელი დრიესენი გახდა - 17 ქულა. მომდევნო მატჩში "ესტუდიანტესმა" "გრანადასთან" 84:70 იმარჯვა. ტაირონ ელისს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ავტორი: ერეკლე გორგოძე


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 26 სექტემბერი 2010 21:47
ელისი რატო აღარაა ნაკრების წევრი ნეტა?
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა