Image

თბილისის მსოფლიოს თასი ავალიანმა ოქროს მედლით გახსნა

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 29-იან, 22:209 Sportnews 2249


სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე, პირველ დღეს - 29 იანვარს საქართველოს ნაკრების წევრი ამბაკო ავალიანი 73 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა. ავალიანმა ფინალურ ორთაბრძოლაში ბელარუსი ალექსეი რამანჩუკი 37 წამში იპონით დაამარცხა და ჩემპიონობა სუფთა გამარჯვებით მოიპოვა.

29 იანვარს მედლები კიდევ 2 წონით კატეგორიაში გათამაშდა, ქართველი ძიუდოისტებიდან ბრინჯაოს მედლებისათვის დავით ასუმბანმა და პაატა მერებაშვილმა (ორივე 60 კგ), ასევე შალვა ქარდავამ (66 კგ) და ზვიად ბაზანდარაშვილმა (73 კგ) იჭიდავეს, თუმცა ხელი მოეცარათ და ოთხივე საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა.

ტურნირის პირველ დღეს, ფინალური შეხვედრების დაწყებამდე, ოლიმპიური ჩემპიონის - ზურაბ ზვიადაურისა და ოლიმპიური პრიზიორის - ნესტორ ხერგიანის დიდი სპორტიდან გაცილების ოფიციალური ცერემონიალი შედგა. ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა - მარიუს ვიზერმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - გია ნაცვლიშილმა დააჯილდოეს.

თბილისის მსოფლიო თასი ძიუდოში 30 იანვარს დასრულდება. ტურნირის მეორე დღეს ტატამზე 81, 90, 100 და + 100 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 30 იანვარი 2011 13:48
აუ ბაკო მაგარი კაცი და მაგარი პიროვნებაა,ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილია love
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]