" მაინც სულ ვერცხლი მოუწევდა " - როგორ გამოეხმაურნენ უცხოელები ლაშა ტალახაძის მთავარი კონკურენტის სპორტიდან წასვლას ?

სიახლეები / სხვა სახეობები 28-აგვ, 15:469 crash 1534 0






ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მთავარმა კონკურენტმა, ირანელმა ბეჰდად სალიმიმ კარიერა დაასრულა. ბეჰდადმა ახლახანს აზიის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერის დასრულების შესახებაც გააკეთა განცხადება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ირანელმა ძალოსანმა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, 2016 წელს კი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მას ლაშა ტალახაძემ აჯობა.

სოციალურ ქსელში სალიმის წასვლას სპორტის გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და ჩვენთვის გასახარი კომენტარებიც დაწერეს :

" მაინც ყოველთვის უკვე ვერცხლის მედალი მოუწევდა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო "
" ლაშა ტალახაძის რეკორდებს ის ვერაფერს დაუპირისპირებდა და გამუდმებით მეორე ადგილზე გასვლას კარიერის დასრულება არჩია "
" ბრწყინვალე ძალოსანი, ერთ-ერთი საუკეთესო "
" მადლობა ბევრი სიხარულისთვის, კარგია რომ ოქროს მედლით დაასრულე კარიერა "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018