Image

"მან ქართველებს მაგალითი მისცა" - THE NEW YORK TIMES ბასილაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს

სიახლეები / ჩოგბურთი 04-სექ, 14:509 crash 625
image


THE NEW YORK TIMES-მა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ჩოგბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებებზეა საუბარი. გთავაზობთ სტატიის ამონარიდს :

" როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი კვირას არტურ ეშის სახელობის კორტზე შედიოდა, ამერიკის ღია პირველობის მთავარ არენაზე შეკრებილ ადამიანებს შორის ცოტა ვინმე თუ განიხილავდა მას არა როგორც პაიკს, რომელსაც მეოთხე ამერიკული ტიტულისკენ მიმავალ გზაზე შემდგარი რაფაელ ნადალი იოლად ჩამოიცილებდა. მაგრამ ბასილაშვილს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს იმედი ჰქონდა. მის თამაშს ზაზა ფაჩულია ესწრებოდა, 211 სმ სიმაღლის ვარსკვლავი კალათბურთელი. ქუინზში საქართველოს ამომავალი საჩოგბურთო ვარსკვლავის საქომაგოდ მიხეილ სააკაშვილიც მისულა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ნადალმა მოიგო მატჩი და მეოთხედფინალში მე-9 ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს შეხვდება, მაგრამ ბასილაშვილმა თავისი შეუპოვრობითა და დინამიზმით “არტურ ეშზე” მრავალი ფანის გული მოიგო, ხოლო სამშობლოში თანამემამულეთა აღფრთოვანება დაიმსახურა. ბასილაშვილი პირველად მოხვდა მეიჯორის მე-4 წრეში, ხოლო ზაფხულში რეიტინგის უმაღლეს კარიერულ ნიშნულს უწია - 35-ე ადგილს (ამჟამად 37-ეა). ნიკოლოზი ბევრი ქართველისთვის მაგალითად იქცა."


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (316)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა