Image

ქეცბაიას “ანორთოსისის” 14-ნომრიანი მაისური გადასცეს

სიახლეები / ფეხბურთი 31-იან, 17:119 FCB 1517


















კვიპროსის საფეხბურთო კლუბ ფამაგუსტას “ანორთოსისის” დაარსების 100 წლისთავზე, კლუბის საპატიო პრეზიდენტმა, კიკის კონსტანტინუმ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას 14-ნომრიანი მაისური საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ქეცბაია “ანორთოსისში” სწორედ 14-ნომრიანი მაისურით გამოდიოდა და ფამაგუსტური კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის მის სამუდამო მფლობელობაში დარჩება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქეცბაია კლუბში ყველაზე დიდ რეფორმატორად ითვლება. სწორედ მის სახელს უკავშირდება 2008 წელს, კვიპროსის ფეხბურთის ისტორიაში პირველად, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გაყვანა.

კვიპროსული ინტერნეტ-გამოცემა სჰოოტანდგოალ-ის ცნობით, კვირას, მაისურის გადაცემის მერე, ქეცბაია მოედნის ცენტრისკენ გაემართა, ხოლო ლარნაკას ანტონის პაპადოპულოსის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ. თავის მხრივ, ქართველმა ქომაგებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა