Image

გერდ მიულერი

სიახლეები / ფეხბურთი 31-იან, 17:129 FCB 2640


















გერდ მიულერი დაიბადა 1945 წლის 3 ნოემბერს. გაიზარდა ნიორდლიგენის ქრისტიანულ ღარიბ ოჯახში,სადაც 6 მავშვი იზრდებოდა. 15 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა. ფულის უქონლობის გამო, გერდმა ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს კი ფეხბურთს უძღვნიდა.

მისი საფეხბურთო კარიერა 1960 წელს ადგილობრივ გუნდში დაიწყო. 1964 წელს გადავიდა ,,ბავარიაში“, სადაც მომავალ ვარსკვლავებს ფრანც ბეკენბაუერსა და ზეპ მაიერს შეხვდა. ამ დროს გუნდი მეორე ლიგაში თამაშობდა. მიულერის მოსვლით გუნდმა მაღალი დონის ფეხბურთის თამაში დაიწყო. ,,ბაიერნი“ გადავიდა პირველ ლიგაში. 1960-1970 წლებში გერდ მიულერმა ,,ბაიერნში“ მიიღო ყველა ინდივიდუალური და გუნდური ტიტულები. თვითონ გერდი გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და დღემდე ითვლება ყველაზე წარმატებულ ბომბარდირად მსოფლიოში. მან 427 მატჩში 365 გოლი გაიტანა - 96ით მეტი ვიდრე კლაუს შიფერმა. ამის გარდა, მას დიდხანს ეკუთვნოდა რეკორდი ევროთასებზე(69 გოლი 77 მატჩში), რომელიც გაიმეორა 2010 წელს რაულ გონსალესმა.

გერმანიის ნაკრები

მიულერმა გერმანიის ნაკრების სახელით 62 მატჩში 68 გოლი გაიტანა. ის არის ერთერთი, რომელმაც 50-ზე მეტი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრებში და არის ერთერთი ვინც უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე გამოვიდა მოედანზე. თვით პელესაც არ ჰქონდა ასეთ მიღწევა.
ნაკრებში მან 1966 წელს დაიწყო თამაში და დაასრულა 1974 წლის 7 ივლისს. მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი მშობლიურ სტადიონზე მიუნხენში. ფინალში გერმანია ჰოლანდიას ეთამაშებოდა და სძლია ანგარიშით 2:1. მიულერმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
მიულერს ეკუთვნოდა ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატში, სანამ ბრაზილელმა რონალდომ არ აჯობა მას. რონალდომ ითამაშა ოთხი ჩემპიონატი და გაიტანა სამზე. მიულერი ასპარეზობდა ორ ჩემპიონატში და გაიტანა 10 – 4 გოლი (შესაბამისად). ასევე ის იყო საუკეთესო ბომბარდირი ევროპის ჩემპიონატში, სადაც ასევე გერმანია იყო საუკეთესო.

კარიერა ამერიკაში

ბუნდესლიგაში გამოსვლის შემდეგ მიულერი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. იგი ,, ფორტ ლოდერდეირ სტრაიკერსის“ ღირსებას იცავდა. მან გაიტანა 40 გოლი და ითამაშა ლიგის ფინალში სადაც მისმა გუნდმა წააგო.

ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ

1982 წელს კარიერის დასრულებისას იგი ჩავარდა დეპრესიაში და მიეძალა ალკოჰოლს. მისმა მეგობრებმა, რომლებიც ,,ბავარიაში“ მასთან ერთად თამაშობდნენ, ურჩეს, რომ გაეარა სარეაბილიტაციო კურსი და გამხდარიყო ,,ბაიერნის“ სამოყვარულო გუნდის მწვრთნელი. იგი დღემდე იქ მუშაობს. ,,ადიდასმა“ გერდ მიულერის სახელით გამოუშვა ტანსაცმლის კოლექცია.
გერდ მიულერის მხარდაჭერით, შეიქმნა ონლაინ-თამაში საფეხბურთი ჟანრის PerfectGoal, რომელიც 2009 წლის 1 ოქტომბრიდან არსბობს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (268)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა