დღის ახალი ამბები

ქართველი ფეხბურთელის ყოფილი ცოლი რუსი მილიარდერის შვილიშვილზე გათხოვდა

ქართველი ფეხბურთელის ყოფილი ცოლი რუსი მილიარდერის შვილიშვილზე გათხოვდა

ქართველი მოდელი და ბლოგერი მირანდა (მიმი) შელია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რუს მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილზე, სკანდალურ ბლოგერ გრიგორი მამურინიაზე გათხოვდა.

მამურინი ცნობილი 2015 წელს გახდა, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკის ოლიგარქის შვილიშვილი საკუთარ ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, რომ ფულის სანაცვლოდ ამორალური შინაარსის ვიდეოები გადაეღოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლება ან ჭიქა შარდის დალევა. ამან ინტერნეტსივრცეში დიდი სკანდალი გამოიწვია, შედეგად, მამურინმა აღნიშნული საქმიანობა შეწყვიტა.

წყვილის შესახებ ქორწინებამდე თითქმის არაფერი იყო ცნობილი.

შეგახსენებთ: მამურინამდე შელია ფეხბურთელ ფედორ სმოლოვს და მომღერალ ვლადისლავ რამს ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმი შელიას ყოფილი ქმარი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა.

წყარო: newposts.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 258-ჯერ
კომენტარები
რეკლამა