ითამაშებს თუ არა დიქსონი კვლავ საქართველოს ნაკრებში ? - ილიას ზუროსის განცხადება

სიახლეები / კალათბურთი 14-სექ, 16:209 crash 2776 0



ითამაშებს თუ არა დიქსონი კვლავ საქართველოს ნაკრებში ? - ილიას ზუროსის განცხადება



საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა ისრაელთან გამარჯვება შეაფასა და მაიკლ დიქსონის საკითხზეც გააკეთა კომენტარი :

" მინდა, რომ ჩემს მოთამაშეებს გამარჯვება მივულოცო. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდნენ. ამ დარბაზში თამაში რთულია. ეს ფანჯარა ყველა გუნდისათვის რთულია, რადგან კალათბურთელები ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ და ვარჯიშისათვის ცოტა დროა. კარგი შეხვედრა მოვიგეთ, ახლა კი საბერძნეთთან გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მადლობა ფანებს, რომლებმაც დიდებული ატმოსფერო შექმნეს. კალათბურთისათვის მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პიკ-ენ-როლის დაცვა ყველაზე რთული იყო. გამოვიყენეთ უფრო ახალგაზრდა გოგა ბითაძე, რომელიც მზად იყო ბლოკების გასაკეთებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი პიკ-ენ-როლის შეჩერება იყო. მაიკლ დიქსონმა ჩვენთან სამი წელი გაატარა და დასვენების დრო მოვიდა. მაიკლი საქართველოს ნაკრებში მოგვიანებით ისევ ითამაშებს. ტედ მაკფადენიც ჩვენი გუნდის წევრია. დღევანდელ მატჩში მეტ ჯენინგის გამოყენება გადავწყვიტეთ. თქვენ იცით, რომ მსროლელები მაღალ მოთამაშეებს საქმეს უადვილებენ. ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინასწარ არ ვიცით, ვინ დაგვეხმარება კონკრეტულ ფანჯარაზე. ეს მეტ ჯენინგის პირველი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში. ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის მიზანი მხოლოდ მოგება არ არის, ახალგაზრდა კალათბურთელების გამოყენება უნდა დავიწყოთ. ჩვენ უკვე გვყავს რატი ანდრონიკაშვილი და ასევე, გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც მომავალში ითამაშებენ "

შეგახსენებთ, რომ საქართველო მომდევნო შეხვედრა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ 16 სექტემბერს გამართავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018