სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა
ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის მსოფლიო თასი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიო თასი ძიუდოში, სადაც 26 ქვეყნის 200-მდე ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ტურნირის პირველ დღეს - 29 იანვარს 73 კგ. წონით კატეგორიაში ამბაკო ავალიანის მიერ მოპოვებულ ოქროს, 30 იანვარს 81 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ასევე ოქრო მიუმტა. ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა 30 იანვარს, სპორტის სასახლეში გაშლილ ტატამებზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში იმარჯვა. ამავე წონაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, დავით კარბელაშვილი ვერცხლს დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი + 105 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად ხანჯალიაშვილს ერგო. ტურნირის მეორე დღეს ბრინჯაოს მედლებისათვის საბა გავაშელიშვილმა (90 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ იჭიდავეს, თუმცა უშედეგოდ.

მომდევნო საერთაშორისო ტურნირს უპრესტიჟულეს პარიზის დიდ სლემს შემდეგ შაბათ-კვირას - 5-6 თებერვალს საფრანგეთი უმასპინძლებს. პარიზის დიდ სლემზე საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრებას.


ძიუდო. მსოფლიოს თასი
თბილისი.

29-30 იანვარი

60 კგ

1 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
2 იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი)
3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ანდრეის მაგერსი (ლატვია)

66 კგ

1 სერგეი ლიმი (ყაზახეთი)
2 სერგეი დრებოტი (უკრაინა)
3 დენის ლავრენტიევი (რუსეთი)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

73 კგ

1 ამბაკო ავალიანი (საქართველო)
2 ალექსეი რამანჩუკი (ბელარუსი)
3 იოზეფ პალელაშვილი (ისრაელი)
3 ვოლოდიმირ სოროკა (უკრაინა)

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 დავით კარბელაშვილი (საქართველო)
3 ელხან რაჯაბლი (აზერბაიჯანი)
3 ახმედ სარი (თურქეთი)

90 კგ

1 ვადიმ სინიავსკი (უკრაინა)
2 ქუეჟოუ ნჰაბალი (უკრაინა)
3 აბდულ ომაროვი (რუსეთი)
3 აზამატ სიტიმოვი (რუსეთი)

100 კგ

1 ასხაბ კოსტოევი (რუსეთი)
2 დანიელ ჰადფი (უნგრეთი)
3 არტიომ ბლოშენკო (უკრაინა)
3 ვიქტორ დემიანენკო (ყაზახეთი)

+100 კგ

1 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)
2 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)
3 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)
3 ასლან კამბიევი (რუსეთი)











კომენტარის დამატება