Image

ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი დიდი წარმატება ! - ქართველმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი დაამარცხა

სიახლეები / ჩოგბურთი 17-სექ, 23:169 crash 562
image


საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მორიგ ტურნირში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება.

მსოფლიოს 31-ე ჩოგანი მეცის საერთაშორისო ტურნირ Moselle Open-ზე ჩაერთო, სადაც წყვილთა ბადეში დიდ წარმატებას მიაღწია. ბასილაშვილი რუმინელ რადუ ალბოტს შეუერთდა და პირველი წრის გადალახვაც შეძლო. რუმინულ-ქართულ დუეტმა ჟო ვილფრედ ცონგასა და უგო უმბერტის დამარცხება შეძლეს და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.

მოგეხსენებათ, რომ ცონგა მსოლფიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ითვლება, თუმცა რიგი პრობლემების გამო ის მსოფლიორ ეიტინგში ამჟამად 71-ე ადგილზეა.

რაც შეეხება ერთეულთა დაპირისპირებას, ნიკას პირველი მეტოქე ფრანგ კენი დე შეპერი იქნება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (200)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა