Image

რიჩი დიქსონმა მოახლოებული მატჩებისთვის 23 მორაგბე გამოიძახა

სიახლეები / სხვა სახეობები / რაგბი 01-თებ, 21:569 Eke 1951


















5 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის ახალი სეზონი დაიწყება. რიჩი დიქსონის გუნდი "ერთა თასის" პირველ მატჩში, თბილისში, უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს. 12 თებერვალს კი ესპანელ მორაგბეებს დაუპირისპირდება. ეროვნული გუნდის შოტლანდიელმა თავკაცმა მოახლოებული მატჩებისთვის 23 მორაგბე გამოიძახა.

შემადგენლობა ექსპერიმენტულია, როგორც ჩანს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი 2011 წლის მსოფლიოს თასისთვის სამზადისს აქედანვე იწყებს და თავის გამოჩენის საშუალებას ახალგაზრდებსაც აძლევს. შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - მეორე ხაზელი ვახტანგ მაისურაძე და უკანახაზელი ბექა ურჯუკაშვილი.

ზოგიერთ მორაგბეს კი ეროვნული ნაკრების კვართი ამ დრომდეც მოურგია, თუმცა ძირითად გუნდში მოსახვედრად მაინც დიდი შრომა მოუწევს. საინტერესოა, რომ "ერთა თასი" ახალი ფორმატით გაიმართება - გამარჯვებისათვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრისთვის 2-ს, ხოლო ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან თუნდაც 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის ერთ პრემიალურ ქულას მიითვლის. ორივე მატჩი ვაკეში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარია.

შერკინება - დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი, 31 კეპი, 15 ქულა), ანტონ ფეიქრიშვილი ("კასტრი", საფრანგეთი, 6), ირაკლი ნატრიაშვილი ("სტიაუა", რუმინეთი, 29, 10), ჯაბა ბრეგვაძე ("ვისოლი-ყოჩები", საქართველო, 8), ვასილ კაკოვინი ("ბრივი" საფრანგეთი, 8), დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი, 24, 25), ლევან დათუნაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი, 37, 10), ვახტანგ მაისურაძე ("სენ ნაზერი", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი, 15, 5), გრიგოლ ლაბაძე ("მარსეი ვიტროლი", საფრანგეთი, 62, 55), გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი, 43, 25), ბესარიონ უდესიანი ("მაკონი", საფრანგეთი, 41, 70), ზვიად მაისურაძე ("ლოკომოტივი", საქართველო, 26, 30).

უკანა ხაზი - ბიძინა სამხარაძე ("სტიაუა", რუმინეთი, 51, 20), ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი, 68, 30), ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი, 27, 87), მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი, 47, 218), ლექსო გუგავა ("ლელო", საქართველო, 15, 10), დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 38, 35), ირაკლი გიორგაძე ("შამბერი", საფრანგეთი, 40, 16), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი, 52, 65), ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი", საფრანგეთი, 43, 80), ბესიკ ხამაშურიძე ("აია", საქართველო, 54, 60), ბექა ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექ. მწვრთნელი: მაიკლ ბრედლი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 1 თებერვალი 2011 21:57
კარგია ახალგაზდებს რო ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება,მაგრამ მამუკა გორგოძე სადაა?
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა