არანაირი მანჩესტერი - ცნობილია თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს ზინედინ ზიდანი

სიახლეები / ფეხბურთი 24-სექ, 16:409 crash 4026 0



არანაირი მანჩესტერი - ცნობილია თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს ზინედინ ზიდანი



გავლენიანი უცხოური სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელი კვლავ გახდება, ოღონდ არა ევროპაში. როგორც ცნობილია, ფრანგ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის პოსტი დევიდ ბექჰემმა შესთავაზა, რომელიც სულ მალე ამერიკული გუნდის მფლობელი გახდება.

როგორც ცნობილია, "ინტერ მაიამი" MLS-ში 2020 წელს აირებს სტარტს, ბექჰემბი კი მანამდე გუნდში ვარსკვლავების მიყვანას გეგმავს. ინგლისელმა უკვე დაადასტურა, რომ მის გუნდში აუცილებლად ითამაშებენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი, თუმცა რომელ წელს მოხდება ეს თვითონაც ზუსტად ჯერ არ იცის.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ გამარჯვებული ზიდანი მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად მოიაზრებოდა, თუმცა ჟოზე მოურინიო კლუბის ბოსებმა არ გაანთავისუფლეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018