როგორია წლის საუკეთესო მწვრთნელის ანაზღაურება ? - დიდიე დეშამის შემოსავლები

სიახლეები / ფეხბურთი 25-სექ, 15:169 crash 82 0



როგორია წლის საუკეთესო მწვრთნელის ანაზღაურება ? - დიდიე დეშამის შემოსავლები



მოგეხსენებათ, რომ "ფიფამ" წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული დიდიე დეშამს მიანიჭა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

სტაბილური, სანახაობრივი და გაწონასწორებული - ასე ახასიათებდნენ საფრანგეთის ნაკრებს, რომელმაც დეშამის მეთაურობით მუნდიალის ჩემპიონობა შეძლო.

დეშამი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზრაურებადი მწვრთნელია. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია თავიანთ სპეციალისტს წელიწადში 3.02 მილიონ ევროს უხდის.

აქვე გეტყვით, რომ ნაკრებებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გერმანიას ჰყავს. იოჰამ ლიოვის ბიუჯეტი ყოველწლიურად 3.31 მილიონი ევროთი ივსება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018