Image

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშობს

სიახლეები / ფეხბურთი 26-სექ, 10:599 crash 106
image


"ატლეტიკოს" მთავარ გუნდთან ერთად 17 წლის ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშობს, წერს 1tv.ge.

საუბარია ლადო ჩიხრაძეზე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს, რადგანაც ეს უკანასკნელი გიორგი ნემსაძის ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ.

„ - მადრიდის „ატლეტიკოს“ 18-წლამდელების ფეხბურთელი ვარ და არა ძირითადი გუნდის წევრი. მაგრამ „ეიბართან“ ლა ლიგაში თამაშის მეორე დღეს დიეგო სეიმეონემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, რამდენიმეც მსუბუქად ავარჯიშა. სრულფასოვანი ვარჯიში რომ ჩაეტარებინა, 18 და 19-წლამდელების გუნდიდან ხუთი მოთამაშე დაგვამატა. დიდი სიხარულია, ასეთი ცნობილი გუნდში ვარსკვლავების გვერდით მოხვედრა. ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ვივარჯიშეთ, როგორებიც არიან ჟერსონმარტინსი, დიეგო გოდინი, კორეა, ტომას პარტეი”, - ამბობს 17 წლის ფეხბურთელი 1tv.ge-სთან საუბრისას.

ლადო ჩიხრაძე უკვე ერთი წელია, რაც „ატლეტიკოს" რიგებშია, იქამდე ქართველი ფეხბურთელი „საბურთალოს" მოთამაშე გახლდათ.

წყარო : setanta.ge

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშობს


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (130)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]