რამდენით აჯობეს სხვა ოძეკებმა გამომუშავებული თანხით ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე ?

სიახლეები / სხვა სახეობები 26-სექ, 13:449 crash 124 0



რამდენით აჯობეს სხვა ოძეკებმა გამომუშავებული თანხით ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე ?



მოგეხსენებათ, რომ აკი ბაშო დასრულდა, სადაც დადებითი ბალანსი დააფიქსირა ლევან გორგაძემ და ამით ოძეკის ( ჩემპიონის ) სტატუსი შეინარჩუნა.

მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ გამოიმუშავა, რომელსაც 410 კენშო შეხვდა. რაც შეეხება ლევან გორგაძეს, ტოჩინოშინმა 74 კენშო, ანუ 104 118 ლარი დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ გამომუშავებული თანხით ლევანს სხვა ოძეკებმა აჯობეს. ტაკაიასუმ 100 კენშო, ხოლო გოეიდომ 149 კენშო დააგროვა. ეს ყველაფერი კი იმითაა განპირობებული, რომ ორივე მათანმა ქართველ სუმოისტთან შედარებით უფრო კარგი ბალანსი დააფიქსირა. აქვე გეტყვით, რომ 1 კენშო 1407 ლარს უდრის.

ათეული ასე გამოიყურება :

იოკოძუნა ჰაკუჰო - (15:0) - 410 კენშო
იოკოძუნა კისენასოტო - (10:5) - 297 კენშო
იოკოძუნა კაკურიუ - (10:5) - 190 კენშო
ოძეკი გოეიდო - (12:3) - 149 კენშო
სეკივაკე მიტაკეუმი - (9:6) - 112 კენშო
ოძეკი ტაკაიასუ - (11:4) - 100 კენშო
ოძეკი ტოჩინოშინი (9:6) - 74 კენშო
მეორე მეგაშირა ჩიოტარიუ (5:10) - 71 კენშო
მეცამეტე მეგაშირა რიუდენი (10:5) - 49 კენშო
მეშვიდე მეგაშირა შოჰოზანი (7:8) - 46 კენშო



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018