რა თანხას მიიღებენ ხაბიბი და კონორი წლის მთავარი ბრძოლის ჩატარებისთვის ?

სიახლეები / სხვა სახეობები 05-ოქტ, 11:329 crash 2812 0



რა თანხას მიიღებენ ხაბიბი და კონორი წლის მთავარი ბრძოლის ჩატარებისთვის ?



მოგეხსენებათ, რომ ხვალ გამთენიისას კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. როგორც დანა უაითმა, "უეფსის" პრეზიდენტმა განაცხადა, ორივე მებრძოლი სარეკორდო რაოდენობის თანხას მიიღებს.

უაითის აზრით, კონორი-ხაბიბის დუელი ყველა რეკორდს მოხსნის, მათ შორის ფინანსურსაც. აქამდე რუსი მოჩხუბარის მაქსიმალური ჰონორარი ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენდა, ირლანდიელის კი 3.6-ს (მეიუეზერთან ბრძოლის შემდეგ მიღებულ 80 მილიონს თუ არ ჩავთვლით).

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამარჯვებული მებრძოლი დაახლოებით 100 მილიონს მიიღებს, ხოლო დამარცხებულს კი 30-50 მილიონამდე შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ბილეთის მინიმალური ფასი 205 დოლარიდან იწყებოდა, ხოლო მაქსიმალური კი 2505-ს შეადგენდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018