Image

ქართველ 21-წლამდელებს ძლიერი მეტოქეები ერგოთ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 03-თებ, 20:029 Sportnews 1672


















შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია და ესტონეთი იქნებიან.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ქართველი იუნიორები რუსეთთან ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ. ასევე ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. უეფამ ორივე შემთხვევაში პოლიტიკური მოტივით იხელმძღვანელა.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდა:

1 ჯგუფი: გერმანია, ბელარუსი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, სანმარინო
2 ჯგუფი: შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, სლოვენია, ლიტვა, მალტა
3 ჯგუფი: ჩეხეთი, უელსი, შვედეთი, მონტენეგრო, ანდორა
4 ჯგუფი: სერბეთი, დანია, ჩრდილოეთ ირლანდია, მაკედონია, ფარერები
5 ჯგუფი: ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია, საქართველო, ესტონეთი
6 ჯგუფი: რუსეთი, პორტუგალია, მოლდოვა, პოლონეთი, ალბანეთი
7 ჯგუფი: იტალია, თურქეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლიხტენშტეინი
8 ჯგუფი: ინგლისი, ბელგია, ისლანდია, ნორვეგია, აზერბაიჯანი
9 ჯგუფი: რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ყაზახეთი
10 ჯგუფი: ჰოლანდია, ავსტრია, შოტლანდია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი


ევრო-2013-ის ფინალური ეტაპი ისრაელში გაიმართება და მასპინძლები გათავისუფლებულნი არიან შესარჩევისგან. სულ, შესარჩევში 52 ნაკრები ითამაშებს, რომლებიც 10 ჯგუფად განაწილდებიან (ორი ექვსგუნდიანი და დანარჩენი ხუთგუნდიანი), გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი (ანუ 14 გუნდი) ფლეი-ოფში გავა და შინ-სტუმრად მატჩებით გაირკვევა ის შვიდეული, რომელიც ისრაელს დაემატება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
berdia212 30 ივლისი 2011 11:16
8 საქართველო გააოცებს მსოფლიოს.
Eke 3 თებერვალი 2011 22:45
რაულიტო,
მეც მასე ვფიქრობ უმჯობესია აქიდანვე ძლიერ მეტოქეებთან თამაშს და ბრძოლას მიეჩვიონ რაც საბოლოოდ ჩვენი ეროვნულ ნაკრებს წაადგება
__________________________________________________________________________
ვითომ რატომ უნდა ჩამოვყაროთ ყურები?! პირიქით რითი არიან მეტი სტონელები,ესპანელებს და შვეიცარიელებს მართალია ჩვენზე კარგი ინფრასტრუქტურა აქვთ,მაგრამ მთავარი ბრძოლა და გულით თამაშია,მერე რა რო კანალესია ესპანეთში? ჩვენ გული ყენიათი და ანანიძით გავიმხნეოთ? სულაც არ მიმაჩნია,რომ კანალესი რამით მეტი იყოს ანანიძეზე,უბრალოდ ესპანელია და რეალში თამაშობს,თორე ჩვენი ჯანოც არავისზე ნაკლები არაა,არ დაგვავიწყდეს,რომ "პირველი ევროპელები" ვართ და ევროპაში მარტო კი არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბრძოლა პირველობისთვის უნდა დავიწყოთ ყოველთვის და თუ ყოველთვის პირველები ვერ ვიქნებით ეგ უკვე სხვა საქმეა
7
beqa_beqa 3 თებერვალი 2011 22:29
რაულიტო,
მატა 21 არის ტუ 22 არ ვიცი ადრე იყო!!! საქართველოში ჩამოვლენ ნეტა ესპანელები
Sportnews 3 თებერვალი 2011 22:10
bayern_munchen,
საყვარელი ჯგუფია ნამდვილად , ამ ჯგუფში ბრძოლა უკეთესია, რადგან მაგარი თაობა მოდის ფაქტია და ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 3 თებერვალი 2011 22:03
უიმე რა საყვარელკი ჯგუფია :D:D:D
Sportnews 3 თებერვალი 2011 20:13
beqa_beqa,

კანალესი კი მარა, ვინ მატაზე ამბობ , ვალენსიასში რომ თამაშობს თუ მაგაზე ამბობ , ეგ დიდია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
beqa_beqa 3 თებერვალი 2011 20:09
აუ საქართველოს ჭინაგმდეგ მატა ან კანალესი ითამაშებს? სასაცილოა და გასახარი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა