კონორის მოთხოვნით, პოლიციამ ხაბიბის გუნდის წევრები გაათავისუფლა

სიახლეები / სხვა სახეობები 07-ოქტ, 11:489 crash 9895 0



კონორის მოთხოვნით, პოლიციამ ხაბიბის გუნდის წევრები გაათავისუფლა



მოგეხსენებათ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრგეორის დამარცხების შემდეგ ოქტაგონიდან გადახტა და გულშემატკივრებში დაიწყო ჩხუბი.

როგორც იცით, ხაბიბი მაკგრეგორის გუნდის წევრებს ეჩხუბა, რომლებიც მთელი ბრძოლის განმავლობაში დაღესტნელ მებრძოლს შეურაცხყოფას აყენებდნენ. სანამ ხაბიბი კონორის კლუბის წევრებს ეჩხუბებოდა, ამასობაში დაღესტნელი მებრძოლის თანაკლუბელები ოქტაგონზე შევარდნენ და კონორს დაუწყეს ცემა. ამის გამო პოლიციამ ხაბიბის გუნდის 3 წევრი დააკავა.

აღნიშნულ საქციელებზე დანა უაითმა ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა ხაბიბს დისკვალიფიკაცია მისცენ :

"კონორი ბრძოლის შესახებ წუხს. რაც შემდეგ მოხდა, იმაში არავის ადანაშაულებს და არც ხაბიბის გუნდის წევრებისადმი აქვს პრეტენზია. შესაბამისად, სამივე მათგანი პოლიციამ გაათავისუფლა. რა მოჰყვება მათ საქციელს? ვიზები შეუჩერდებათ, ხაბიბი კი ფულად ჯარიმას გადაიხდის, შეიძლება რაღაც პერიოდი დისკვაფლიფიკაციაც მიიღოს. არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერს ნევადის შტატის სპორტული კომისია იძიებს."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018