Image

"მას მკაცრად დავსჯი" - ხაბიბის მამამ თავისი შვილის უღირს საქციელზე ისაუბრა

სიახლეები / სხვა სახეობები 08-ოქტ, 12:069 crash 4426
image


ხაბიბის მამამ, აბდულმანალ ნურმაგომედოვმა პირობა დადო, რომ კონორ მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ მომხდარის გამო თავის შვილს მკაცრად დასჯის :

" იძულებული ვარ, ხაბიბი უფრო მკაცრად დავსაჯო, ვიდრე ამას UFC გააკეთებს. დისციპლინა და წესრიგი აუცილებელია. ოქტაგონზე შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რასაც მოისურვებ, მაგრამ მის გარეთ ჩვეულებრივი ადამიანები, ქალები და ბავშვები იმყოფებიან. ოქტაგონის გარეთ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა იყოს " - განაცხადა დაღესტნელი მებრძოლის მამამ.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბის გუნდის წევრებს, რომლებიც ოქტაგონზე შეიჭრნენ და კონორს დაუწყეს ცემა, დიდი ალბათობით "უეფსიდან" მოიკვეთებიან.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (316)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა