დაუმარცხებელი ბოქსიორი ფლოიდ მეივეზერი ხაბიბისა და კონორის დაპირისპირებას გამოეხმაურა

სიახლეები / სხვა სახეობები 11-ოქტ, 16:009 crash 10779 0



დაუმარცხებელი ბოქსიორი ფლოიდ მეივეზერი ხაბიბისა და კონორის დაპირისპირებას გამოეხმაურა



ამერიკელი ბოქსიორი ფლოიდ მეივეზერი, რომელიც კარიერაში არასდროს არ დამარცხებულა, კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

"სიმართლე გითხრათ არ ვიცნობ იმ ტიპს პირადად, რომელმაც მაკგრეგორს მოუგო, თუმცა ვიცი რომ დაუმარცხებელია. რაც არ უნდა მომხდარიყო, ის გალიიდან გადაძვრა და გულშემატკივრებშიც დაიწყო ჩხუბი. მე მას არ ვამართლებ და იმედია მკაცრად დასჯიან. ეს არასპორტული საქციელია. როდესაც მებრძოლი გალიიდან ხტება, იქ პატივისცემაც უკვე დაკარგულია" - განაცხადა მეივეზერმა.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდი და კონორი ახლო წარსულში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რომელიც ბოქსის წესებით ჩატარდა და გამარჯვება სწორედ მეივეზერმა მოიპოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018