ხაბიბი UFC-დან წასვლაზე ალაპარაკდა

სიახლეები / სხვა სახეობები 11-ოქტ, 19:149 crash 1013 0



ხაბიბი UFC-დან წასვლაზე ალაპარაკდა



დაღსეტნელმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა "ინსტაგრამზე" ასეთი წერილი გამოაქვეყნა :

"მინდა UFC-ის ვკითხო, რატომ არ გააგდო ისინი, ვინც ავტობუსის ინციდენტში იღებდა მონაწილეობას? რასაც არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა. იქ შეიძლებოდა ვინმე მომკვდარიყო. რატომ არ საუბრობს არავინ იმაზე, რომ ჩემს ოჯახს, ერსა და ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენეს?

როცა ორივე გუნდი მონაწილეობდა კონფლიქტში, რატომ ისჯება მხოლოდ ჩემი გუნდი? ეს მე არ დამიწყია, მე უბრალოდ დავასრულე.

ნებისმიერ შემთხვევაში მე დამსაჯეთ, ზუბაირა ტუხუგოვს არაფერი დაუშავებია. თუ გგონიათ, რომ ჩუმად ვიქნები, ძალიან ცდებით. მისი ბრძოლა შეაჩერეთ და ახლა გაგდებას უპირებთ, მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მის ძმას კონორმა პირველად დაარტყა.

თუ მის გაგდებას გადაწყვეთ, მაშინ მეც დამკარგავთ. ჩვენ რუსეთში საკუთარ ძმას არასოდეს ვაქცევთ ზურგს. თუ მას გაუშვებთ, შეგიძლიათ ჩემი დახეული კონტრაქტი გამომიგზავნოთ, თუ არადა, ჩემი ხელით დავხევ"

სტატია მომზადებულია sport.adjara.com-ის მიხედვით.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018