ცნობილია თუ რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა წელს

სიახლეები / ჩოგბურთი 12-ოქტ, 10:119 crash 3637 0



ცნობილია თუ რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა წელს



Live-tennis.eu-ს ინფორმაციით, წელს გამომუშავებული საპრიზო თანხების ოდენობით ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მხოლოდ 11 ჩოგბურთელს ჩამორჩება.

როგორც იცით, ბასილამ წელს უკვე ორი დიდი ტურნირი მოიგო და არამარტო ქართველების, არამედ მთელი საჩოგბურთო სამყაროს სიმპატიებიც დაიმსახურა. ნიკას გამომუშავებულმა თანხამ კი წელს 1 960 000 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ამ თანხით ნოვაკ ჯოკოვიჩს (9. 36 მილიონი დოლარი), რაფაელ ნადალს (8.66 მილიონი), როჯერ ფედერერს (5.93 მილიონი), ხუან მარტინ დელ პოტროს (5.87 მილიონი), ალექსანდრ ზვერევს (4.71 მილიონი), მარინ ჩილიჩს (4.14 მილიონი), დომინიკ ტიმს (3.8 მილიონი), კევინ ანდერსონს (3.57 მილიონი), ჯონ ისნერს (3.39 მილიონი), კეი ნიშიკორის (2.84 მილიონი) და ბორნა ჩორიჩს (1.97) ჩამორჩება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018