Image

" ხაბიბ.. 2 მილიონს გადახიდი თუ... " - 50 Cent დაღესტნელ მებრძოლს მიმართავს

სიახლეები / სხვა სახეობები 13-ოქტ, 13:409 crash 4347
image


ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა 50 Cent-მა ხაბიბ ნურმაგომედოვს სოციალურ ქსელში მიმართა და ჩხუბი შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც რეპერი მზადაა დაღესტნელ მებრძოლს 2 მილიონი გადაუხადოს.

გთავაზობთ რეპერისა და დაღესტნელი მებრძოლის დიალოგს, რომლის თარგმანიც Goal.ge-მ შემოგვთავაზა :

"ის, თუ როგორ ექცევა UFC ხაბიბს - უსამართლობაა, რადგან ისინი კონორის შემთხვევაში, ანალოგიურად არ მოქცეულან. დღესვე, ქეშით ვიხდი 2 მილიონ დოლარს, თუ ხაბიბი ჩემთვის, Bellator-ში იჩხუბებს.

დანასთან შენი კონტრაქტის საკითხებს მოგვიანებით მოვაგვარებ. UFC ერთადერთი მოთამაშე არ არის ამ სფეროში. ზუბაირას წამოყვანაც მისასალმებელია." - დაწერა რეპერმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ხაბიბის პასუხმაც არ დააყოვნა: "გამომიგზავნე ლოკაცია!

50 Cent: "ნიუ-იორკში ვიმყოფები და შენთვის თვითმფრინავს დილით გამოვუშვებ.

ხაბიბი: "ისე კი, თუ გსურს, იხილო, სად იზრდებიან ნამდვილი მამაკაცები - გეპატიჟები დაღესტანში. როდესაც აშშ-ში ჩამოვფრინდები, შეგატყობინებ. მადლობა მხარდაჭერისთვის, შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ!"

50 Cent: "მე ძალიან სერიოზულად ვლაპარაკობ, ხაბიბ."

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (352)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა