"მისი უნარები დგომში ვერ დავაფასე" - მაკგრეგორმა ხაბიბთან წაგებაა გაანალიზა

სიახლეები / სხვა სახეობები 23-ოქტ, 17:099 crash 8244 0






კონორ მაკგრეგორი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. მან ხაბიბთან ბრძოლა დეტალურად გაანალიზა.

"აზრები ჩემი ბოლო ბრძოლის შესახებ:

რაუნდი 1-ლი: სპორტული თვალსაზრისით რაუნდი შემდეგნაირი იყო. იგი ზემოდან მიტევდა, მაგრამ პოზიციის გაუმჯობესების მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ბრძოლის თვალსაზრისით რაუნდი ჩემი იყო. ჩემი დარტყმის მცდელობები წარმატებული იყო და დავაფიქსირე სურვილი, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა. ჯერ ქროსი და შემდეგ მუხლის დარტყმის მცდელობა. ამ დროს კი მეტოქე უბრალოდ ფეხებს მიჭერდა.

რაუნდი მე-2: იგი მეორე ნომრად იბრძოდა მანამ, სანამ არ გაუმართლა და მარჯვენა ჰუკი არ მომარტყა. ამ დარტყამ მთლიანად რაუნდისა და ბრძოლის სურათი შეცვალა. ამის შემდეგ ისევ შეტევაში წასვლა ვცადე, მაგრამ მან ისევ ტემპის დაგდება სცადა. ეს სპორტია და შესაბამისად მისი ნაბიჯიც ჭკვიანური იყო, ამის შემდეგ იგი რაუნდში დომინირებდა. მისი დგომის უნარები უფრო მეტად რომ დამეფასებინა, უკეთეს რაუნდს ვაჩვენებდი და არც ჰუკი მომხვდებოდა. მომზადების დროს სპეციფიკური სპარინგ-მატჩები არ ჩამიტარებია, რადგან მისი დგომი მართლა ვერ დავაფასე.

ასეთი რამ მეტჯერ აღარ განმეორდება.

რაუნდი მე-3: ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი რაუნდის შემდეგ დავბრუნდი და რაუნდი მოვიგე. ისევ წინ მივდიოდი და ზეწოლას ვაგრძელებდი.

რაუნდი მე-4: ჩემი ბრალი ისაა, რომ ამ ეტაპზე ისე ვერ ვახერხებ ძალების აღდგენას, როგორც წესით უნდა ვახერხებდე. გადამწყვეტ მომენტში კრიტიკული შეცდომა დავუშვი. მეტოქეს ზურგი გავუხსენი, რაც საბოლოოდ სამართლიანად დასრულდა ჩემი მარცხით.

რა შემიძლია ვთქვა? ბრწყინვალე ბრძოლა იყო. ისევ თავდაჯერებული დავბრუნდები. თუ ეგრევე მატჩრევანშს არ მომცემენ, არც ეგაა პრობლემა, სხვა მეტოქეს შევხვდები.

ერთმანეთს მალე შევხვდებით, ყველანი ძალიან მიყვარხართ", - წერია კონორის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

წყარო : sport.adjara.com



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018