დღის ახალი ამბები

მბაპეს დედამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა

მბაპეს დედამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა
6-05-2022, 18:05

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის ორი წლით განახლებას დათანხმდა.

მაგრამ ეს ინფორმაცია დღეს თავად ფეხბურთელის დედამ უარყო, რომელმაც განაცხადა რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს სრული სიცრუეა,  კილიანს ახალი კონტრაქტი პარიზულ გუნდთან არ შეუთანხმებია, კილიანის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ყველანი ერთად მშვიდ გარემოში მივიღებთ" - განაცხადა ფაიზა ლამარიმ.





გაზიარება
მოინახულეს 1 499-ჯერ
კომენტარები
რეკლამა