დღის ახალი ამბები

"კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"

"კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
16-07-2022, 14:13

"ნაც­მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მხარ­დამ­ჭერ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ამ­ბობს, რომ ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით "უაზ­რო აჟი­ო­ტა­ჟი" ატყდა.

"მო­რი­გი უაზ­რო აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას იტა­ლი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გამო. მისი პა­სუ­ხი რუ­სე­თი­დან წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ იყო სწო­რი. რო­გორც კი მოს­კო­ვის “ლო­კო­მო­ტივ­ში” გა­და­ვი­და, იმ დღი­დან ვაკ­ვირ­დე­ბი ამ ბიჭს. მისი თით­ქმის ყვე­ლა თა­მა­ში მაქვს ნა­ნა­ხი სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტსტრი­მე­ბით, მათ შო­რის საწ­ვრთნე­ლი შეკ­რე­ბე­ბის დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­რად მხა­რეს: არის ლაღი, ხა­ლი­სი­ა­ნი, კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე, ზო­მი­ე­რი შე­ფა­სე­ბებ­ში, ხაზს უს­ვამს სხვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბებს და არ არის ეგო­ის­ტრად პა­ტივ­მოყ­ვა­რე. გუ­შინ­დელ ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეც გა­მოჩ­ნდა ეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ არ გა­ლან­ძღა ყო­ფი­ლი კლუ­ბი, რუ­სე­თი და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლა არ აღ­წე­რა სა­მი­ტინ­გო პა­თო­სით, ეს მის პი­როვ­ნულ ტაქ­ტზე მი­უ­თი­თებს. რომ არა “რუ­ბინ­ში” გა­დას­ვლა, რომ არა მწვრთნე­ლის შეც­ვლა და სლუც­კის (რო­მე­ლიც მას შვი­ლო­ბილს ეძა­ხის) ხელ­ში მისი ჩა­ვარ­დნა, შე­იძ­ლე­ბა დღე­საც “ლო­კო­მო­ტი­ვის” ან “რუ­ბი­ნის” დუბ­ლებ­ში ეხე­ხა სკა­მი. ნი­ჭი­ე­რია და ეს ასე არ მოხ­დე­ბო­და? ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი გვი­ნა­ხავს და­კარ­გუ­ლი. მი­ნი­ფეხ­ბურთშიც გვყა­ვა­და ნი­ჭი­ე­რი ბავ­ში, ქარ­თვე­ლი მა­რა­დო­ნა, არ­ქა­ნია იყო გვა­რად.

იცით ახლა სად არის? გსმე­ნი­ათ რა­ი­მე მის შემ­დგომ კა­რი­ე­რა­ზე? მე არა. კვა­რა­ცხე­ლია სულ 21 წლი­საა, ნუ მოვ­თხოვთ იმა­ზე მეტს, რაც არაა მისი საქ­მე. ის ნა­ცებ­საც უნდა უყ­ვარ­დეს, ქო­ცებ­საც, ორი­ვე ფლან­გის გირ­ჩებ­საც და ტი­ფო­ზებ­საც.

სპორ­ტსმე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის იდე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი იყო ზაზა ფა­ჩუ­ლია. მუ­დამ გუნ­დუ­რო­ბას და სხვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბას უს­ვამ­და ხაზს, კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას იყო ჯენტლმე­ნი და ყვე­ლა­ნა­ი­რად კო­რექ­ტულ, მათ შო­რის პო­ლიტ­კო­რექ­ტულ შე­ფა­სე­ბებს აკე­თებ­და ( ძი­რი­თა­დად, ამე­რი­კუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ი­სათ­ვის). თა­ვის დრო­ზე ეს დავ­წე­რე კი­დე­ვაც. ვი­ღა­ცამ მა­შინ და­მი­კო­მენ­ტა­რა, დედა უწერს გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტებ­სო.
არაა ეს ასე, რა თქმა უნდა. ალ­ბათ არ სჯე­რო­დათ, რომ ეს პა­ტა­რა ბიჭი ასე­თი გო­ნი­ე­რი და თავ­მდა­ბა­ლი იყო. ხვი­ჩაც პა­ტა­რაა. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უს, იტა­ლი­უ­რად ცუ­დად რომ ითარ­გმნე­ბო­და, მეც კი მივ­ხვდი, ამ ენის არმ­ცოდ­ნემ. ალ­ბათ არ იყო ად­ვი­ლი იტა­ლი­ა­ში სპორ­ტის მცოდ­ნე ქარ­თვე­ლი თარ­ჯიმ­ნის მო­ძებ­ნა. ასე­თი კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვაც იყო: ჟურ­ნა­ლის­ტი ეკი­თხე­ბა, რას იტყვით იმა­ზე, რომ თქვენ “კვა­რა­დო­ნას” გე­ძა­ხი­ან, მოგ­წონთ თუ არაო. თარ­ჯი­მან­მა უთარ­გმნა და მერე წას­ჩურ­ჩუ­ლა, რომ იცო­დეთ, დონა იტა­ლი­უ­რად ქალს ნიშ­ნავ­სო.

სი­ნამ­დვი­ლე­ში “კვა­რა­ქა­ლოს” კი არა მა­რა­დო­ნას ადა­რებ­დნენ. ხვი­ჩამ რა თქმა უნდა, სწო­რი პა­სუ­ხი გას­ცა და “გა­ა­ტა­რა” თარ­ჯიმ­ნის “წახ­მა­რე­ბა”: მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე აკე­თოს. სა­ქარ­თვე­ლოს “კვა­რა” ყვე­ლა­ზე უკეთ გა­აც­ნობს იტა­ლი­ე­ლებს, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი რაგ­ბის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ფრან­გე­ბი უფრო მეტს გე­ბუ­ლო­ბენ, ვიდ­რე მთე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ არა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ბო­ლოთ­ქმა: სპორ­ტის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და ფეხ­ბურ­თსაც კარ­გად ვთა­მა­შობ­დი. 9 ნო­მე­რი ვი­ყა­ვი, სლა­ვა მეტ­რე­ვე­ლის და ვოვა გუ­ცა­ე­ვის მსგავ­სად:)) სხვა­თა­შო­რის, მე და ვოვა ერთ სა­ფეხ­ბურ­თო გუნდში ვთა­მა­შობ­დით…პარ­ლა­მენ­ტში. ორ­ჯერ მყავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლი" - წერს გო­ცი­რი­ძე.
ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ნე­ა­პოლ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჰკი­თხეს, რა­ტომ და­ტო­ვა რუ­სუ­ლი კლუ­ბი (ყა­ზა­ნის "რუ­ბინ­ში), რა­ზეც მან უპა­სუ­ხა:

"ვფიქ­რობ, ეს ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხია. უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­კი­თხვაა. დავ­ტო­ვე იმი­ტომ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვ­და და ვფიქ­რობ, ჩემი ქვეყ­ნის გამო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე", - აღ­ნიშ­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

ფეხ­ბურ­თე­ლი ამ კო­მენ­ტა­რის გამო ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­აკ­რი­ტი­კა. წერ­დნენ, რომ მის­გან უფრო მწვა­ვე რე­აქ­ცი­ას და კო­მენ­ტარს ელოდ­ნენ რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წყარო:ambebi.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 792-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?
  2. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა