საქართველო 62-3 უკრაინა

საქართველო 62-3 უკრაინა

5-02-2011, 17:13

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ერთა თასის პირველ შეხვედრაში უკრაინის ნაკრები დამაჯერებლად 62:3 დაამარცხა.

13 წამზე: პირველივე ჯარიმა ჩვენს ოცდაორში. კვირიკაშვილმა მეტოქის ნახევარში გადაიტანა ბურთი და კარგი შესატევი პლაცდარმა შექმნა.

2-ე წუთი: საქართველოს ნაკრების შერკინება.

3 წუთი:
მატჩის პირველი ლელო. ლელოს ავტორი ირაკლი ნატრიაშვილია. კრივირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0!

12-ე წუთი : უკრაინელების შერკინებაში კიკაჩეიშვილმა შეაგდო ბურთი.

13 წუთი:
საქართველოს ნაკრების დერეფანი.

14 წუთი : საქართველოს ნაკრების შერკინება მეტოქის ლელოსთან ახლოს და მეორე ლელო. 12:0 ბიძინა სამხარაძემ გაიტანა ლელო.

15 წუთი: კვირიკაშვილმა 21 მეტრიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 14:0!

18 წუთი: მესამე ლელო - ლექსო გუგავა. 19:0!

19 წუთი:
საქართველოს ნაკრებმა გარდასახვა ააცილა.

41 წუთი: უკრაინის ნაკრებმა ჯარიმა ააცილა და პირველი ტაიმი დასრულდა.

22 წუთი: უკრაინის ნაკრების მოთამაშე ოლეგ კოსარევმა ჯარიმა ვერ გაიტანა.

25 წუთი: უკრაინის ნაკრები აუტს აწვდის ჩვენს ნახევარზე.

27 წუთი: საქართველოს ნაკრების შეტევა.

30 წუთი: საქართველოს ნაკრების შეტევა. 60 მეტრი მეტოქის ლელომდე.

33 წუთი: უკრაინის ნაკრების შერკინება. უკრაინელებმა ბურთი ჩვენს 25 მეტრში აუტში გადააგდეს.

35 წუთი:
საქართველოს ნაკრების შეტევა. მაჩხანელ აქტიურობს. 2 მეტრი ლელომდე.

36 წუთი: 5 მეტრიანი შერკინება უკრაინის ნაკრების ლელოს ხაზთან.

38 წუთი: საქართველოს მეოთხე ლელო - 24:0!

39 წუთი:
კვირიკაშვილმა გარდასახვა ააცილა.

41 წუთი: უკრაინის ნაკრებმა ჯარიმა ააცილა.

41 წუთი: პირველი ტაიმი დასრულდა.



მეორე ტაიმი

41 წუთი: დავით ზირაქაშვილმა ლელო გაიტანა, 29:0.

52 წუთი: უკრაინის ნაკრების შერკინება.

53 წუთი: ლელო ! დავით კაჭარავამ დღევანდელ შეხვედრაში მეექვსე ლელო გაიტანა. 34:0!

55 წუთი: ორი შეცვლა უკრაინის ნაკრებში.

58 წუთი: დავით კაჭარავამ ლელო გაიტანა, 39:0.

59 წუთი:
კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, 41:0.

62 წუთი: ბექა ურჯუკაშვილის პირველი ლელო პირველ სადებიუტო მატჩში 46:0.

63 წუთი:
მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, 48:0.

65 წუთი: 48:3 - ოლეგ კოსარიევმა ჯარიმა გაიტანა.

66 წუთი: მოედანზე ირაკლი აბუსერიძე შემოვიდა ბიძინა სამხარაძის ნაცვლად.

70 წუთი: 10 წუთი მატჩის დასრულებამდე. საქართველოს ნაკრების შერკინება უკრაინელთა ლელოდან 30 მეტრში.

71 წუთი: მერაბ კვირიკაშვილის გადაცემით აბუსერიძემ ლელო გაიტანა. კვირკაშვილმა რეალიზაცია გაიტანა. 55:3.

72 წუთი: მერაბ კვირიკაშვილი ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.

78 წუთი: უკრაინელთა შერკინება.

80 წუთი: 60:3 - ჩხაიძის ლელო. მალაღურაძემ რეალიზაცია ზუსტად შეასრულა, 62:3.


მატჩი დასრულდა.

# 520ავტორი: slim4you
admin,
გეთანხმები!
# 1454ავტორი: admin
ლელო ლელო 8

უხ ჩვენი სიამაყე ჩვენი მორაგბეები არიან რა!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით